პაკისტანის არჩევნებში ლიდერობს კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავის, იმრან ხანის პარტია
![პაკისტანის არჩევნებში ლიდერობს კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავის, იმრან ხანის პარტია](https://gdb.rferl.org/B05D08DF-21EF-4F13-90FD-424469B1A653_w800_h450.jpg)
პაკისტანში 25 ივლისს გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციონერი იმრან ხანი იმარჯვებს კენჭისყრაში, რომელმაც, იმრან ხანის მეტოქეების აზრით, დარღვევებით ჩაიარა. საარჩევნო ბიულეტენების თითქმის ნახევრის დათვლის შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს პაკისტანის თეჰრიკ-ე ინსაფი. მისი ლიდერი, 65 წლის იმრან ხანი კრიკეტის ყოფილი ვარსკვლავია. რამდენიმე პარტია, მათ შორის პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ნავაზ შარიფის პარტია, რომელიც ამჟამად მართავს ქვეყანას, უარყოფს არჩევნების შედეგებს, მათი თქმით, ხმების გაყალბებისა და მანიპულაციის გამო. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სარდარ მოჰამად რაზამ არჩევნებს უწოდა „100 პროცენტით გამჭვირვალე და სამართლიანი“, მაგრამ არ უთქვამს, როდის გამოცხადდება საბოლოო შედეგები.