სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კახეთში - დაზარალებულები ფინანსურ დახმარებას ითხოვენ
მეორე დღეა, ლაგოდეხსა და სიღნაღში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები კი დასრულდა. დიდმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.