დონალდ ტრამპმა სასტიკად გააფრთხილა ირანის რეჟიმი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამი აცხადებს, რომ თუ ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი კვლავ გაბედავს მუქარას აშშ-ის მისამართით, მიიღებს სასტიკ პასუხს. მანამდე ჰასან როჰანიმ გაააფრთხილა აშშ-ის ლიდერი, რომ იგი „ცეცხლს ეთამაშება“, რადგან ატარებს მტრულ პოლიტიკას ირანის მიმართ და ცდილობს ქვეყანაში განხეთქილების შეტანას სასულიერო ხელისუფლების დამხობის მიზნით. ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერის საუშალებით უპასუხა ირანის პეზიდენტს. „არასოდეს, არასოდეს აღარ დაემუქროთ აშშ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგატყდებათ ისეთი სასტიკი შედეგი, რაც ისტორიის განმავლობაში ცოტა ვინმეს თუ გამოუცდია. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა, რომელიც მოითმენს თქვენს როშვას სისხლისღვრასა და სიკვდილზე. ფრთხილად იყავით!“ მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა ხაზინის ძარცვასა და უბრალო მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული დიდძალი ფულით ტერორიზმის დაფინანსებაში. „კორუფციის მასშტაბითა და უკანონო სიმდიდრით ირანის რეჟიმი უფრო მაფიას მოგვაგონებს, ვიდრე ჩვეულებრივი სახელმწიფოს“, - განაცხადა პომპეომ კალიფორნიაში სიტყვით გამოსვლის დროს.