ყოფილი მინისტრები სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლები გახდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს: ყოფილი მინისტრები სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი. სუბარი დაინიშნა მამუკა ბახტაძის მრჩევლად რეგიონული განვითარების საკითხებში, მიხეილ ჩხენკელი კი მრჩევლად განათლების საკითხებში. სუბარი და ჩხენკელი სამინისტროებს ხელმძღვანელობდნენ გასულ თვეში საქართველოს მთავრობის გადადგომამდე. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას მრჩევლებად მათი დანიშვნის შესახებ.