გამომზეურდა ისრაელის მიერ ირანის ბირთვული დოკუმენტების მოპოვების ახალი დეტალები
ისრაელმა გამოამზეურა თავისი საჯაშუშო სამსახურის მიერ წლის დასაწყისში ირანიდან მალულად გამოტანილი ბირთვული დოკუმენტების ახალი დეტალები, თუმცა მასალა არ შეიცავს დასტურს, რომ ირანი არღვევდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ინფორმაცია, რომელიც ნიუ იორკ ტაიმსმა და ვაშინგტონ პოსტმა გაავრცელეს 15 ივლისს, მეტ ნათელს ჰფენს ისრაელის საიდუმლო სამსახურის, „მოსადის“ მიერ იანვარში ჩატარებულ ოპერაციას და გამოავლინა დამატებითი დეტალები შედეგისა, რომელზეც ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ ილაპარაკა აპრილში.სნეტანიაუჰუ ამტკიცებდა აპრილში, რომ ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა 55-ათას გვერდიანი მასალა და 183 კომპაქტური დისკი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2003 წლიდან. ირანის თანახმად, მასალა სიყალბეს წარმოადგენს. აპრილში ნეტანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად თეთრ სახლში ბრიფინგი გამართა დაამტკიცებდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ტრამპმა უნდა დატოვოს ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წელსმიღწეული შეთანხმება.