ხუთი კაცი დაიღუპა ქაბულში მომხდარი აფეთქებისას
სულ მცირე ხუთი კაცი დაიღუპა თვითმკვლელი მოეირიშის მიერ ქაბულის სამთავრობო კვარტალში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქება 15 ივლისს სოფლის მეურნეობის აღდგენისა და განვითარების სამინისტროს წინ მოხდა. თვითმკვლელმა დანაღმული ჟილეტი აიფეთქა სამინისტროს შესასვლელის წინ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას არ აუღია.