მაკედონიაში ზეიმობენ ქვეყნის მიპატიჟებას ნატოში
15 ივლისს მაკედონიის ათასობით მოქალაქე ზეიმით აღნიშნავს იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის მიპატიჟებას ნატოს სამხედრო ალიანსის 30-ე წევრად. სკოპიესა და სხვა ქალაქებში ათობით მომღერალი ართობდა ქუჩაში გამოსულ ადამიანებს. 11-12 ივლისის ნატოს სამიტზე, ალიანსის ლიდერები შეთანხდნენ დაიწყოს მაკედონიის გაწევრიანების პროცესი იმ პირობით, რომ ბოლომდე მივა საბერძნეთთან დაწყებული მოლაპარაკება სადაო სახელწოდებასთან დაკავშირებით. გასულ თვეში საბერძნეთი და მაკედონია შეთანხმდნენ, რომ იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკის სახელწოდება შეიცვლება და მას ეწოდება ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა. მაკედონიაში ამ საკითხზე მოსალოდნელია რეფერენდუმი.