ბრიუსელში გაიმართა მერეკელისა და ტრამპის შეხვედრა
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და გეერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ნაჩქარევად შეხვდნენ პირისპირ ერთმანეთს, ნატოს სამიტის კულუარებში, ბრიუსელში, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ტრამპმა მძაფრად გააკრიტიკა გერმანია თავდაცვის სფეროში მცირე წვლილის გამო და ბრალად დასდო ბერლინს, რომ ის „რუსეთის ტყვეა ენერგეტიკის“ სფეროში. 11 ივლისის შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მან დასვა გერმანიის სამხედრო თავდაცვის სფეროში ხარჯების, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის საკითხი. ტრამმპს თქმით, მას „ძალიან კარგი“ ურთიერთობა აქვს გერმანიის კანცლერთან. მერკელმა თავის მხრივ თქვა, რომ მან ტრამპთან შეხვედრისას განიხილა ვაჭრობის და მიგრაციის საკითხები და დასძინა, რომ მოელის მომავალ აზრთა გაცვლა-გამოცვლას ტრამპთან, რადგან „ჩვენ პარტნიორები“ ვართო. დონალდ ტრამპმა კონფრონტაციულ ტონს მიმართა ბრიუსელში, ნატოს ორდღიანი სამიტის დასაწყისში. მან გააკრიტიკა გერმანია, რომ რუსეთს „მილიარდ დოლარიან“ პროექტზე, ბუნებრივი აირის მილსადენის გარშემო ურიგდება და ამ დროს აშშ-სგან მოელის რუსეთისგან დაცვას. ტრამპმა კრიტიკული სიტყვები გამოთქვა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ საუზმეზე, სამიტის გახსნისას, 11 ივლისს.