ლენტეხის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება
ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უკვე 19 საათია ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ. ადგილზე რჩება 120 მეხანძრე მაშველი და სხვა ტექნიკა. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.