ავღანეთში ათი ადამიანი შეეწირა სამთავრობო ობიექტზე თავდასხმას
ავღანეთის ოფიციალურ პირთა თქმით, სულ მცირე, ათი ადამიანი მოკლეს ნანგარჰარის პროვინციაში სამთავრობო ობეიქტზე თავდასხმისას. ორმა თვითმკვლელმა იერიში მიიტანა შენობაზე, რომელშიც განათლების ადგილობრივი განყოფილება მუშაობდა. ჯალალაბადში მომხდარი თავდასხმისას ორსაათიანი სროლა იყო უშიშროების ძალებსა და თავდამსხმელებს შორის. ნანგარჰარის პროვინციის პოლიციის უფროსის, გენერალ ღულამ სანაიე სტანექსაის თანახმად, ერთმა თვითმკვლელმა მოახერხა აფეთქების მოწყობა, მეორე - პოლიციამ მოკლა. ცნობით, დახოცილები განათლების განყოფილების თანამშრომოლები არიან. დაშავებულია ათი პირი, მათი ნაწილი საავადმყოფოში მოათავსეს.