საბერძნეთი ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს
საბარძნეთი გააძევებს ორ რუს დიპლომატს და ორ სხვას ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს მათი მცდელობის გამო, ჩაეშალათ გასული თვის მორიგება ათენსა და მაკედონიას შორის. ამით თაობაზე ცნობას ავრცელებს გაზეთი „კათიმერინი“. საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა, დიმიტრის ცანაკოპულოსმა 11 ივლისსს განაცხადა, რომ ათენი ვერ შეურიგდება ქმედებას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს იყო მთავრობის რეაგირება გაზეთის ცნობასთან დაკავშირებით, რომ რუს დიპლომატებს გააძევებენ მათი სტატუსის შეუსაბამო მოქმედების გამო. რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, დიპლომატების გაძევებას სათანადოდ უპასუხებს. იუგოსლავიის ყოფილმა რესპუბლიკა მაკედონიამ საბერძნეთთან ივნისში მიაღწია შეთანხმებას, რომ სახელს შეიცვლიდა და ჩრდილოეთი მაკედონია ეწოდებოდა. მოელიან რომ ეს შეთანხმება მაკედონიას გზას გაუხსნის ნატოსაკენ. ამ რეგიონში რუსეთი და დასავლეთი გავლენის გაფართოებისთვის პაექრობენ.