მსხვერპლი მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე
ერთი ადამიანი გარდაიცვალა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, დაახლოებით 1 საათის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა რუსთავიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, სოფელ გაჩიანისკენ მიმავალი გზის გამყოფ მონაკვეთზე გაანგრია ჯებირი და თხრილში გადაიჩეხა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცის რამდენიმე ეკიპაჟი. მათი განცხადებით, მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილი მძღოლი იმყოფებოდა. ავტომობილი, ცხედართან ერთად სპეცტექნიკით თხრილიდან ამოიყვანეს.