1 ივლისიდან ათასობით პოლიციელს ხელფასი მოემატება
1 ივლისიდან საქართველოს 13 200 პოლიციელს მოემატება ანაზღაურება და ის 250 ლარით გაიზრდება. პოლიციელების სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების გაზრდისთვის გადადგმული ამ ნაბიჯის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოაცხადა ათი დღის წინ. გახარიამ თქვა, რომ "ეს არის ის მინიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო და გავაკეთეთ დღეს". მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ყველა ის ნაბიჯი, რომლებზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, დიდწილად არის იმ საბიუჯეტო ეკონომიების ხარჯზე გადადგმული, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ამ 6-7 თვის განმავლობაში".