ურეკში 13 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო
"ინტერპრესნიუსი" იტყობინება, რომ ურეკში ზღვაში 13 წლის მოზარდი დაიხრჩო. თორნიკე პატრიასოვი ხალხური ცეკვის ანსამბლ ,,ლაშქრულის" მოცეკვავე იყო. ანსამბლის წევრების თქმით, მოზარდი სხვებთვან ერთად აღელვებულ ზღვაში ჩავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრიდან 10 და 16 წლის მოზარდები უვნებლად გამოიყვანეს. მაშველების მიერ ორი მოზარდის ზღვიდან გამოყვანის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე. 13 წლის მოზარდის ცხედარი მაშველებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს.