ერაყში თვითმკვლელმა აფეთქება მოაწყო საარჩევნო ურნების საწყობთან
თვითმკვლელმა თავდამხმელმა ერაყის ჩრდილოეთში იერიში მიიტანა საწყობზე, სადაც ინახება მაისის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო ბიულეტენები. აფეთქებისას დაშავდა 19 პირი. უშიშროების სამსახურის თანახმად, თვითმკვლელმა, რომელიც მანქანით მოძრაობდა, აფეთქება მოაწყო საწყობის ჭიშკართან ქალაქ ქირქუქში, პირველ ივლისს, ხმების ხელმეორედ დათვლის წინა დღეს. საწყობის შენობა დაზიანდა, მაგრამ ურნები ბიულეტენებით უვნებელი გადარჩა, განაცხადა ქირქუქის გუბერნატორმა, რაკან ალ-ჯურუბიმ. დაშავებულთა შორის არიან პოლიციელები, ანტიტერორისტული რაზმის წევრები და სამოქალაქო პირები. ზოგიერთი ცნობით, ერთი პირი მოკვდა.12 მაისის არჩევნების თავდაპირველი შედეგების თანახმად, ხმების უმრავლესობა მოიპოვა ალიანსმა, რომელსაც მეთაურობს შიიტი სასულიერო პირი მუყტადა ალ-სადრი. მაგრამ კენჭისყრა დაჩრდილა ბრალდებებმა გაყალბებების შესახებ. ბიულეტენების ხელმეორედ დათვლა სამ ივლისს უნდა მომხდარიყო, სხვათა შორის, ქალაქ ქირქუქშიც. ივნისის დასაწყისში დაიწვა საწყობი, სადაც ინახებოდა ბაღდადის ალ-რუსაფას რაიონის ბიულეტენები. ამ ინციდენტს ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდარ ალ-აბადიმ უწოდა „შეთქმულება“, რომლის მიზანი ერაყის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა.