ეგვიპტეში ტერაქტის შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა
ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში 24 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. აფეთქება გამოიწვია მანქანის ქვეშ დამონტაჟებულმა ბომბმა, რომელიც იმ დროს მოვიდა მოქმედებაში, როდესაც მახლობლად ქალაქის პოლიციის უფროსის, გენერალ-მაიორ მოსტაფა ალ-ნემრის კორტეჟმა ჩაიარა. პოლიციის მაღალჩინოსანი არ დაშავებულა. აფეთქებს ფონია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც სავარაუდოდ გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი აბდელ-ფატა ალ-სისი. ალექსანდრიაში მომხდარ თავდასხმაზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.