თოჯინები, რომლებიც არ იცინიან
21 მარტი მეთოჯინეთა საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე 2003 წელს იზეიმეს. აღნიშვნის იდეა ეკუთვნის ირანელ მეთოჯინე ჟივიდა ზოლფაღარიჰოს. მან ეს წინადადება მეთოჯინეების საერთაშორისო გაერთიანების (UNIMA) რიგით XVIII კონგრესზე განსახილავად 2000 წელს გაიტანა და მეთოჯინეთა საერთაშორისო დღედ 21 მარტი დაწესდა.