ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
Facebook Messenger Viber Twitter ვერაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. შსს-ს ცნობით, მოკლულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 61 წლის მამაკაცი, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული თავის არეში. მკვლელობა მოხდა ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე დაახლოებით დილის 5 საათზე მოხდა, ხოლო ცხედარი მისმა დისშვილმა, მოგვიანებით აღმოაჩინა. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება.