„პირადობის მოწმობაში შეცდომაა“
„მე ვარ ქალი - აღიარე”, “პირადობის მოწმობაში შეცდომაა - გამოასწორე“, „ტრანსგენდერი ქალები ვერ საქმდებიან“ - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მივიდნენ 8 მარტს "ქალთა მოძრაობის" წევრები იუსტიციის სამინისტროსთან და ტრანსგენდერ ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გააპროტესტეს.