დარწმუნებული ვარ, პოლიციელებს ეს ჰაშთაგი #არაჩადებას ძალიან გაუხარდათ – გახარია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიციის ოფიცრებს უწყების სრული მხარდაჭერა ექნებათ. მისივე განცხადებით, წარმოუდგენლია, რომელიმე მაღალჩინოსნის ბრალეულობა, რიგით თანამშრომელზე გადატყდეს. მინისტრის თქმითვე, საპოლიციო სისტემა უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, ეფექტური და საპასუხისმგებლო სისტემა. “ამ უწყებაში მუშაობს ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, მათ თუნდაც ეს ჰაშთაგი #არაჩადებას ძალიან გაუხარდათ. […]