ყველაზე საშინელი წყალდიდობა პაკისტანის ისტორიაში, - ასე შეაფასა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა სტიქია, რომელმაც 1100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
წვიმიანი დღეები პაკისტანში იანვრის შუა რიცხვებში დაიწყო და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადაიღო. დაიტბორა ქვეყნის მესამედი, რაც თითქმის 300 ათასი კვადრატული კილომეტრია. შედარებისთვის, საქართველოს მთელი ტერიტორია 70 ათასი კვადრატული კილომეტრიც კი არაა.
„ამ დღეებში სადაც არ წავედი, ყველგან წყალი იყო“, - თქვა პრემიერმა ქალაქ ჩარსადაში, რომელიც ასევე სტიქიისგან არის დაზარალებული. Читать дальше...