"მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა", - ასე პასუხობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტების კითხვას, უნდა დარჩეს თუ არა პარლამენტთან ჯვარი, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა აღმართეს.
"ჩვენი ქვეყნის ისტორია ზოგადად, ეს არის ჯვართან დაკავშირებული ისტორია და ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება ჯვართან დაკავშირებული და ამავე დროს ევროკავშირთან დაკავშირებული. ჩვენ როცა ქრისტიანულ სახელმწიფოდ ვყალიბდებოდით, მაშინ ყალიბდებოდა ევროპაც ქრისტიანულ სახელმწიფოდ... Читать дальше...