მოსაზრებები და ღირებულებები საქართველოში - „კავკასიის ბარომეტრის“ ახალი კვლევა
28 იანვარს CRRC საქართველომ „კავკასიის ბარომეტრის“ კვლევის 2020 წლის შედეგები წარმოადგინა. მასში საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებებია ასახული პანდემიასთან ბრძოლის შესახებ, პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საერთაშორისო თემებზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიამ მისი ცხოვრება საკმაოდ (41%) ან ძალიან (28%) შეცვალა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა წარმატებით უმკლავდება პროცესს. 56% ემხრობა შეზღუდვების დაწესებას, ხოლო 34% ფიქრობს, რომ შეზღუდვები უნდა მოიხსნას. Читать дальше...
