ელენე ხოშტარია ახალი პარტიის შექმნას გეგმავს
ელენე ხოშტარია "ევროპულ საქართველოს" ტოვებს და დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მას აქვს ახალი პოლიტიკური მიზნები და აპირებს, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა შექმნას. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიაში გადასვლას ან პარლამენტში შესვლას. "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ გადავდივარ არცერთ სხვა პარტიაში და ასევე მყარად ვრჩები ოპოზიციურ ერთობაში. ოპოზიციური ერთობა არის უძლიერესი იარაღი დღევანდელ რეჟიმთან ბრძოლისთვის", - თქვა ხოშტარიამ. Читать дальше...
