სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ კინოთეატრ ამირანთან ჰომოფობიურ აქციასთან და დაშავებულებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ორგანიზების მუხლით უნდა დაიწყოს.
"ამ ძალადობას ჰყავდა, ჩემი აზრით, თავისი ორგანიზატორები თავისი წამხალისებლები და ადგილი ჰქონდა რეალურად ძალადობისკენ მოწოდებებს, როდესაც ითქვა, რომ ეს ხალხი უნდა დაუპირისპირდეს პოლიციას, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და ა.შ.", - თქვა ნინო ლომჯარიამ 9 ნოემბერს კინოთეატრს ამირანთან დაშავებული აქტივისტის, ანა სუბელიანის კლინიკაში მონახულების შემდეგ. Читать дальше...