იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა დღეს შეხვდება ეკონომისტს, საერთშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ მაღალჩინოსანს, კარლო კოტარელის. წინასწარი ინფორმაციით, მატარელა კოტარელის შესთავაზებს, სათავეში ჩაუდგეს „ტექნოკრატების მთავრობას,“ რომელიც ქვეყანას უხელმძღვანელებს ახალ არჩევნებამდე. ამასთან, დიდია იმის ალბათობა, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს „ტექნოკრატების მთავრობის“ შექმნას.
იტალიის მთავრობის ფორმირების მცდელობა ჩაიშალა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ჯუზეპე კონტემ პრეზიდენტს დაუბრუნა მთავრობის ფორმირების მანდატი. Читать дальше...