საპატრიარქოს იურისტი ციანიდის საქმეში ერთერთ ეჭვმიტანილად სოსო ოხანაშვილს ასახელებს
საპატრიარქოს იურისტი, ედიშერ ქარჩავა, კვირის პალიტრასთვის მიცემულ ინტერვიუში ციანიდის საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსს, სოსო ოხანაშვილს, ასახელებს.
ედიშერ ქარჩავა არ აკონკრეტებს, ეს ინფორმაცია მას პროკურატურისგან აქვს, თუ მისი პირადი ინფორმაცია და ვარაუდია.