ივანიშვილმა დენზე, განახევრებული ტარიფის ნაცვლად, მამის სისხლი დაგვიწესა - შალვა ნათელაშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. მოპასუხე მხარე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა.
ლეიბორისტები რეგიონებში ელექტროენერგიაზე გაზრდილ ტარიფს ასაჩივრებენ. ამ საქმეზე დღეს პირველი სხდომა მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საჩივარი შალვა ნათელაშვილის პარტიამ 9 თვის წინ შეიტანა.
"ივანიშვილმა დენზე, განახევრებული ტარიფის ნაცვლად, მამის სისხლი დაგვიწესა. მსოფლიო ეკონომიკის ისტორიას არ ახსოვს პრეცენდენტი, რომ პროდუქცია თვითღირებულებაზე ათჯერ მეტად იყიდებოდეს და ეს საქართველოში მოახდინეს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვლმა.