ენმ ივანიშვილს ხეების ხელოვნურ გახმობასა და მათ მოჭრაში ადანაშაულებს
![](http://rustavi2.com/news_photos/70517_cover_b.jpg)
ნაციონალური მოძრაობა ბიძინა ივანიშვილს ხეების ხელოვნურ გახმობასა და მათ მოჭრაში ადანაშაულებს. საკრებულოს წევრების თქმით, თბილისში, თაბორის მთაზე, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიზნესინტერესებს ათეულობით ხე ეწირება.
ოპოზიციაში მოითხოვენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცეთ.
თაბორის მთაზე ბიძინა ივანიშვილი სასტუმროსა და გოლფის მოედნებს აშენებს. ხეების მოჭრის ნებართვა კი მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა გასცა.
საკრებულოს უმცირესობას დავით ნარმანიამ უპასუხა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება შემდგომში ჩვენი ქალაქისთვის. ამიტომ, ხელოვნურად ამ საკითხთან დაკავშირებით პედალირება და თემის წამოწევა არ არის აქტუალური,“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.