თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ 240 000 ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თანხის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ დელტას მიერ დაფუძნებული შპს სამშენებლო კომპანია მშენებელი 2011-ის საფინანსო განყოფილების უფროსს და ამავე კომპანიის არქიტექტორ-დიზაინერს ბრალად 243 000 ლარის მითვისება ედებათ.
დანაშაული შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.