აშშ-ის სენატში რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევაზე განხილვა მიმდინარეობს
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტში მოსმენა მიმდინარეობს.
სენატორთა შეკითხვებს სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პასუხობენ. მათ შორისაა ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჯეიმს კლეპერი, რომელიც საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რუსეთის კიბერთავდასხმებზე მომზადებული ანგარიშის ერთ-ერთი ავტორია.
პარალელურად რესპუბლიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ახალ კანონპროექტზე მუშაობენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დაზვერვის სამსახურის დასკვნას არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხვალ გააცნობენ.