მერიის შიდა აუდიტი და არქიტექტურის სამსახური ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის კოეფიციენტზე ვერ შეთანხმდნენ
მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, ბადრი გიორგიძის განცხადებით, მათ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კოეფიციენტთან დაკავშირებით შეკითხვები არის, თუმცა მერიის არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ ის არსებული კოეფიციენტი ცინცაძის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვის საკმარისია.
„დასკვნაში დეტალურად აღწერილია, კი ბატონო. არის კოეფიციენტთან დაკავშირებით შეკითხვები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ ყოფნიდა კოეფიციენტი, თუმცა არქიტექტურის სამსახური მიიჩნევს, რომ ის არსებული კოეფიციენტი იმ მშენებლობის ნებართვისათვის, რომელიც გაიცა, იყო საკმარისი. სწორედ ამაშია განსხვავება და ამაზე მიმდინარეობს იგივე სასამართლო პროცესი, რაც ავტომატურად, სართულების რაოდენობასაც მოიცავს,“ - განაცხადა ბადრი გიორგიძემ.