„ადამიანი, რომელიც თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, თანაგუნდელებზე თავდასხმის კამპანიაში ჩაერთო," - ხოშტარია მეილიას განცხადებას პასუხობს
დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ გრძელდება. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც მელიამ ყრილობის ჩაშლის მომხრეები საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ყრილობისთვის დელეგატების შერჩევა იურიდიული პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს.
ხოშტარია მელიას განცხადებებს "თანაგუნდელებზე თავდასხმად" აფასებს და ამბობს, რომ პარტია ერთ ბელადზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული.
„ადამიანი, რომელიც რამოდენიმე დღის წინ თავად წუხდა ყრილობის ლეგიტიმურობაზე, იმაზე, რომ ეს ყრილობა ამ პროცესით როგორც მიდის არ იქნება სამართლიანი და ლეგიტიმური, დღეს სამწუხაროდ ჩაერთო იგივე კამპანიაში, თავდასხმის თანაგუნდელებზე.
"გუნდი, რომელსაც აქვს ძალიან სამართლიანი კითხვები პროცესის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა პარტია არა ერთ ბელადზე ჩამოკიდებული, არამედ აზრთა სხვადასხვაობაზე დაფუძნებული, არის ძალიან მტკიცე, ძალიან დიდი,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.