კალაძემ მედია ოცნების საარჩევნო სიასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა
![](http://rustavi2.com/news_photos/44387_cover_b.jpg)
ქართული ოცნების საარჩევნო სიის კანდიდატებთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ვიცეპრემიერმა მედია დაადანაშაულა. კახა კალაძის თქმით, ქართული ოცნება კანდიდატებთან დაკავშირებით თავად იმსჯელებს და პროცესში ყოფილი პრემიერი არ ჩაერევა.
"მინდა მოვუწოდო ყველა მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელებასთან მიმართებაში. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ ვინ იქნება პარტიის სიის წარმომადგენელი, თუ ვინ იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ამას თვითონ პარტია ქართული ოცნება ამცნობს საზოგადოებას. გუნდს ჰყავს ლიდერი, პრემიერმინისტრი, რომელიც იქნება მომავალი პარტიის თავმჯდომარე, არსებობს პოლიტსაბჭო, არსებობს ბორდი, რომელიც განიხილავს ასეთ საკითხებს და ბატონი ბიძინა არ იღებს მონაწილეობას სიის ფორმირებაში“, - განაცხადა კალაძემ.