"კანონმდებლობის დარღვევით არ უნდა მოხდეს პირად ცხოვრებაში ჩარევა," - უჩა ნანუაშვილი
ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ კანონპროექტის ცვლილებით სახალხო დამცველია დაინტერესებული. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პროცესში ჩართულია, რათა ორგასაღებიანი სისტემის ცვლილება დროულად მოხდეს.
„მომავალი წლის მარტამდე საკმარისი დრო არის, რომ განხორციელდეს ცვლილებები როგორც კანონმდებლობაში, ასევე მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული. კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევით არ უნდა მოხდეს მათ შორის პირად ცხოვრებაში ჩარევა, რადგან ის ნორმა, რომელიც არსებობდა და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, ადამიანის უფლებათა სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე