„გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს,"- სოფო ვერძეული
კამპანია ეს შენ გეხება დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები ფარული თვალთვალისა და მიყურადების საკითხზე ახალ მოდელზე მუშაობენ.
„გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს და ეს ტექნიკური აღჭურვილობა და შესაძლებლობა იმ ორგანოს უნდა გადაეცეს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ შეიქმნება, მას სრული დამოუკიდებლობა ექნება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი სისტემისგან,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, სოფო ვერძეულმა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე