დავით ზურაბიშვილი რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობების შენარჩუნებას ნატოს სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნის აუცილებლობით ხსნის
რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობების შენარჩუნებას ნატოს სამიტზე თინა ხიდაშელის ყოფნის აუცილებლობით ხსნის დავით ზურაბიშვილი.
რესპუბლიკურ პარტიას სამიტამდე პოსტის დატოვება გამართლებულად არ მიაჩნია, თუმცა, პროცესების სხვაგვარად განვითარების შემთხვევაში, პარტიაში თანამდებობების დატოვების პრობლემას ვერ ხედავენ.
„მიჯნად ჩვენ თვითონ გვაქვს დასახელებული ნატოს ვარშავის სამიტი, თავდაცვის მინისტრთან მიმართებაში, რადგან, ვფიქრობთ, რომ მისი ყოფნა ვარშავის სამიტზე მნიშვნელოვანია და სახელმწიფო ინტერესებშია, თუ ისე წარიმართა საქმე, რომ მაინცდამაინც ადრეც იქნა, არც ადრეა პრობლემა,“ - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.