„მინდა მოვუწოდო "ქართულ ოცნებას" მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას,"-ბეჟან გუნავა
პარტია თავისუფალი საქართველო მხარს უჭერს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სააარჩევნო კამპანიის 5 თვით ადრე დაწყებასთან დაკავშირებით. ბეჟან გუნავას თქმით, ეს თანაბარ პირობებში ჩააყენებს, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს. გუნავამ პრემიერმინისტრსა და ქართულ ოცნებას პრეზიდენტის გადაწყვეტილების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას მხარი დაუჭიროს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას და ინტერპარტიული ჯგუფის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს. ეს ხელს შეუწყობს ოპოზიციური, განსაკუთრებით არასაპარლამენტო პარტიების არჩევნებისათვის მზადების პროცესს, აგრეთვე ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვის გახანგრძლივებას, რაც თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს,“-აცხადებს ბეჟან გუნავა.