"სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული დარტყმა განხორციელებული", - გიორგი ვოლსკი
მოსმენების შესახებ კანონის განხილვას დაპირისპირება მოყვა პარლამენტში. ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის თქმით, არ შეიძლება იმაზე ლაპარაკი რომ ეს კანონი არაფერს ნიშნავს.
"როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ კანონი არაფერს არ ნიშნავს და ეს კანონი მიღებისთანავე არის, როგორც ითქვა, აქ, სასაცილოდ ჟღერს, რომ იმ ფურცელზე ნაკლები ფასი აქვს. სახელმწიფოს მიმართ არის სერიოზული დარტყმა განხორციელებული, მიზანმიმართული, რომ ამ თემას მიეცეს ის განხილვები, რომ დავივიწყოთ ის, რასთანაც გვქონდა საქმე. აქ ხშირად ახსენებენ კაგებე-ს, რომლის ჯარში მსახურებდა ლიდერი ნაციონალური მოძრაობის", - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, ბრალეულობის დამძიმება არ არის გამოსავალი.
"ჩვენ მხარეს და თქვენ მხარეს კომკავშირთან შეხების მქონე ადამიანებს შორის სხვაობა და თქვენ მხარეს უფრო მეტი. ამ კანონპროექტით ზედმეტი ბუნდოვანება შეიძლება შემოვიდეს ამ საკითხის სამართლებრივ რეგულირებაში და მიეცეს სასამართლოს საშუალება გამოიყენოს ბოროტად, სისტემურად შეიძლება ეს მოხდეს და მხოლოდ დამძიმება ბრალეულობისა არ არის გამოსავალი“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ავტორი: ნატა მახვილაძე