"რუსეთი რეგულარულად სწევს ღობეს და მიაქვს უფრო მეტი და მეტი ქართული ტერიტორია" - Heritage-ის ფონდის ალისონის ცენტრის დირექტორ
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა დღეს Heritage-ის ფონდის საერთაშორისო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა. ლიუქ ქოფიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მუდმივად ხდება ეგრეთწოდებული საზღვრის გადმოწევა და ქვეყნის ტერიტორიის მიტაცება.
„ოკუპირებულია მთიანი ყარაბაღი და მის გარშემო 7 ოლქი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოში. ამ გაყინულ კონფლიქტებს რუსეთი იყენებს მისი ბაზების და ქვეყნის გარეთ სამხედრო კონტინგენტის ყოფნის გასამართლებლად. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 10.000 სამხედრო მოსამსახურეა. თუ ვინმე ხშირად ყოფილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და თავისუფალ საქართველოს შორის, შეუძლია დაინახოს ცხინვალთან ახლოს სამხედრო ობიექტების მშენებლობა. სამხრეთ ოსეთი გახდა ერთი დიდი რუსული ბაზა, რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან. რუსეთი რეგულარულად სწევს ღობეს და მიაქვს უფრო მეტი და მეტი ქართული ტერიტორია. ზოგჯერ რამდენიმე ასული მეტრი, ზოგჯერ კი 1 და 2 კილომეტრიც. ყოფილა სიტუაციები, როდესაც ქართველებს დაუძინიათ თავისუფალ საქართველოში და გაუღვიძიათ ოკუპირებულ საქართველოში, რადგან სოფელში საზღვარი ყოფილა გადმოწეული. მწყემსი მოუწვიტავთ ცხვრის ფარისთვის, ფერმერი კი ნათესებისთვის და ბაზრისთვის“ - აღნიშნა Heritage-ის ფონდის ალისონის ცენტრის დირექტორმა, ლიუქ ქოფიმ.
ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ იმ გაყინული კონფლიქტების ტერიტორია, რომელიც მოსკოვს რეგიონში გავლენის შესანარჩუნებლად სჭირდება საკმაოდ დიდია. მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციას 25.000 კვადრატული კილომეტრი აქვს ოკუპირებული.
„დარჩა რუსეთის სამხედრო ძალების მასიური განთავსება კავკასიაში, თურქეთის ჩრდილოეთით. აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, გიუმრის დიდი ბაზა სომხეთში, რკინიგზის აღდგენის მცდელობა რუსეთიდან აფხაზეთში, საქართველოსა და სომხეთის მიმართულებით და ირანთან შესაერთებლად. მე ამას სატრანსპორტო კორიდორის შეიარაღებას ვუწოდებ,“ - განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა სპეციალისტმა, არიელ კოენმა.