"არავის წარმოუდგენია, რომ თუ 20 წლის ბიჭები ერთმანეთის ლოშნით გამოვლენ თქვენ ამას მოიწონებთ,"-თოფაძე
ჩატარდება თუ არა 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ქვეყანაში რეფერენდუმი და განისაზღვრება თუ არა კონსტიტუციით ქორწინების ცნება -გედევან ფოფხაძის იდეაზე დღეს დუშეთში იმსჯელეს, სადაც საყოველთაო სახალხო განხილვა გაიმართა.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის იდეა, არამედ ეს ინიციატივა საზოგადოების განწყობის გამომხატველია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება დღის წესრიგში დადგება იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა და 113 დეპუტატის მხარდაჭერის მობილიზება.
საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას.
მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე კი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მიუხედავად იმისა მოხერხდება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.
„არავის წარმოუდგენია, რომ მთიულეთში, სვანეთში, ყაზბეგში, ორი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვა, 20 წლის ბიჭი მოვა და ერთმანეთის ლოშნით გამოვლენ და თქვენ ამას მოიწონებთ. პარლამენტში 113 ხმა უნდა დავაგროვოთ, რა თქმა უნდა რეფერენდუმი მაინც გვინდა ჩავატაროთ, იმიტომ, რომ ეს უფრო ძლიერი იურიდიული ნორმაა, მაგრამ თუნდაც 113 რომ იყოს , 120-იც რომ იყოს, ესეიგი 20% ამას არ ემხრობა,“-განაცხადა გოგი თოფაძემ.