"პანამის დოკუმენტებით დასავლეთი რუსეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს," - ვლადიმერ პუტინი
ოფშორულ სკანდალს დღეს პირველად გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და კორუფციის ბრალდებები უარყო. რუსეთის ლიდერის განცხადებით, ე.წ. პანამის დოკუმენტები არ შეიცავს კორუფციულ ელემენტებს. მისივე თქმით, ამ მასალების გამოქვეყნებით დასავლელი ოპონენტები რუსეთში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობენ.
],,მათ აწუხებთ რუსი ხალხის ერთიანობა და სოლიდარობა, ამიტომ ცდილობენ შიგნიდან შეგვარყიონ, რომ უფრო დამჯერები გავხდეთ,"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სკანდალურ დოკუმენტებში პუტინის უახლოესი მეგობრის გვარი ფიგურირებს, რომელსაც ოფშორში ორი კომპანია აღმოაჩნდა. ორივე ფირმა კი საეჭვო გარიგებებში მონაწილეობდა.