ცესკო-ს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ხვდება
კურიერის ინფორმაციით ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დავით უსუფაშვილს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში დავით უსუფაშვილის კაბინეტში მიმდინარეობს, რომელზეც პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილიც იმყოფებიან.
შეხვედრამდე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ კურიერის გადამღებ ჯგუფთან კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ კომენტარს დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.
უცნობია რა საკიხებზე იმსჯელებენ ცესკო-სა და პარლამენტის თავმჯდომარე, არ არის გამორიცხული მთავარი განსახილველი თემა არჩევნების თარიღი იყოს, რომელიც პრეზიდენტმა 8 ოქტომბერს ჩანიშნა.