პრეზიდენტი არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის მიზეზებს განმარტავს
პრეზიდენტი არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის მიზეზებს განმარტავს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, 6 თვით ადრე თარიღის ცოდნა პარტიებს საშუალებას მისცემს აწარმოონ ბევრად უფრო ადრე საარჩევნო კამპანია, ვიდრე აქამდე ხდებოდა.
მისივე თქმით, ამით ბიუჯეტის ხარჯებიც დაიზოგება.
"8 ოქტომბრის დასახელება ასე ადრე არის ჩემი მიზანი, რომ პოლიტიკურ პარტიებს ქონდეთ შესაძლებლობა არა მყისიერად, არამედ 6 თვის განმავლობაში, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე აქამდე ხდებოდა, აწარმოონ საარჩევნო კამპანია, იცოდნენ როდის არის არჩევნების დღე. ხოლო 8 აგვისტოს დასახელება გამომდინარეობდა იმ ხარჯებიდან, რომელიც გასაწევი აქვს ბიუჯეტს ამასთან დაკავშირებით. ხარჯების შემცირებიდან გამომდინარე ანუ დაფინანსებიდან, რომელიც მიდის კომისიებზე და ამის შესაძლებლობა რთულია ამ ეტაპზე ჩვენი ბიუჯეტისთვის, ამ ხარჯებიდან გამომდინარეობს 8 აგვისტო," - განმარტა გიორგი მარგველაშვილმა.