პრეზიდენტის არგუმენტები მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის
პრეზიდენტის არგუმენტები მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის. ისინი იდევ ეთხელ განმარტავენ, რომ საარჩევნო კოდექსის მიხედვით, როდესაც გამოცხადდება არჩევნების თარიღი, ეს ავტომატურად ნიშნავს იმ რეგულაციების ამოქმედებას, რომელიც მოქმედებს წინასაარჩევნოდ.
„შეიძლება პრეზიდენტს ქონდეს რაიმე ტიპის კარგი მოტივაცია პრეზიდენტს, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით სიტუაცია არის ცალსახა, იმ წუთიდან, საიდანაც პრეზიდენტის განკარგულება არის გამოქვეყნებული, მოქმედებს რეგულაციები, რომლებიც აწესებს თამაშიც წესებს პოლიტიკური აქტორებისთვის, როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი წინასაარჩევნო გარემოში,“ - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი.
არასამთავრობოები გამოსავალს ხედავენ, რომ პრეზიდენტს კონკრეტული გადაწყვეტილება მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს პრემიერმა და მთავრობამ.
„ამ ვითარებამ ერთგვარად კურიოზულ სიტუაციაში ჩაგვაყენა, როდესაც პრაქტიკულად ვიცით როდის არის არჩევნების თარიღი, მაგრამ თითქოს არ ვიმჩნევთ ამ თარიღს და ვამბობთ, რომ 8 აგვისტოდან გადავალთ საარჩევნო რეჟიმზე,“ - განმარტავს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.
პრეზიდენტმა დღეს არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის მიზეზები განმარტა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, 6 თვით ადრე თარიღის დასახელება პარტიებს საშუალებას მისცემს საარჩევნო კამპანია ბევრად უფრო ადრე აწარმოონ. მისივე თქმით, ამით ბიუჯეტის ხარჯებიც დაიზოგება.
ამ საკითხზე განსხვავებულია კონსტიტუციონალისტების მოსაზრებები. მათ ნაწილს მიაჩნია, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ქონია, ნაწილი კი პრემიერს მიუთითებს, რომ აუცილებელია მან ეს საკითხი განსახილველად მთავრობის სხდომაზე გაიტანოს.
"საქართველოს პრემიერმინისტრს აქვს შესაძლებლობა თავის თავზე აიღოს პოლიტიკური ლიდერის ფუნქცია, ხელი არ მოაწეროს პრეზიდენტის აქტს, შეხვდეს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ძირითად მოთამაშეებს და მათთან ერთად გაიაროს კონსულტაციები, როდის უნდა დაინიშნოს არჩევნების თარიღი," - აღნიშნავს კოტე ჩოკორაია.