"ეს ევროპაშიც "გაზპრომის" იმიჯიდან გამომდინარე ყოველთვის ხმაურიანი თემაა,"-მარიამ ვალიშვილი "გაზპრომზე" საუბრობს
მოლაპარალებები გაზპრომთანდასრულდა. მხარეებს შორის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ძალაში რჩება ძველი პირობები-საქართველოს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის 10% რჩება.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი განმარტავს, რომ ქვეყნისთვის წამგებიან წინადადებაზე დათანხმებას ხელისუფლება ისედაც არ აპირებდა და საბოლოო ჯამში კონტრაქტი იმ პირობებით გაფორმდა, როგორიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდა.
„ხმაურიანი თემა გაზპრომი მარტო საქართველოსთან მიმართებაში არ შეიძლება იყოს, ეს ევროპაშიც გაზპრომის იმიჯიდან გამომდინარე ყოველთვის ხმაურიანი თემა არის. ვის როგორ უნდოდა ამ თემის წარმოჩენა არ ვიცი, მაგრამ ძალიან პრაგმატული მიდგომა იყო ჩვენი მხრიდან მთელი ამ თვეების განმავლობაში, არის შედეგი როგორიც ჩვენ გვინდოდა. იმ შედეგის შემოთავაზება თუ არ მოხდებოდა ბუნებრივია არავინ დათანხმებას არ აპირებდა,“-განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორი პოლიტიკა გაატარა და ქვეყანამ სასურველი შედეგი მიიღო.