„ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას," - მიხეილ ჯანელიძე
ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს საქართველოსა და ლიტვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები გამოეხმაურნენ. მიხეილ ჯანელიძემა და ლინას ლინკევიჩუსმა კომენტარები ლიტვაში ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე საქართველოსა და ლიტვის ერთობლივი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს.
„ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროპა დგას. მაგრამ გვჯერა, რომ ამ გამოწვევების გადაჭრის გზა უფრო მეტ ერთიანობაში, უფრო მეტ ინტეგრაციასა და გაფართოებაში. ეს უნდა იყოს პასუხი და არა ის, რომელიც მიმართული იქნება მთლიანად ევროპის ერთიანობის არქიტექტურის განადგურებისკენ,“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.