"საქართველოს განვითარების ფონდის" პრეზენტაციაზე პაატა ბურჭულაძემ ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა დაუწუნა
დღეს პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული განვითრების ფონდის პრეზენტაცია გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განვითარების ფონდი ბურჭულაძემ აპოლიტიკურ ორგანიზაციად გამოცხადა, პირველივე მთავრი გზავნილი განსხვავებული მიმართულების იყო. ბურჭულაძემ ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა დაუწუნა.
ეკონომიკური პრობლემების გარდა, ფონდის წევრები ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზეც საუბრობენ. სწორედაც ამის გამო ახალი გუნდი კონსულტაციებს პოლიტიკურ სუბიექტებთან გეგმავს. ამ ეტაპზე ფონდის წევრები არ აკონკრეტებენ, როდის იგეგმება ფონდის პარტიად გარდაქმნა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საპარლამეტო არჩევნებამდე მოხდეს.
ალიანსს პაატა ბურჭულაძესთან გამორიცხავენ თავისუფალი დემოკრატები.
რა ნიშას დაიკავებს პოლიტიკურ სივრცეში ახალი ფონდი ამის განსაზღვრა უჭირთ ნაციონალური მოძრობის წევრებსაც. სამაგიეროდ ბურჭულაძეს ადგილი მმართველი გუნდის წევრებმა განუსაზღვრეს.
ავტორები: ნატა მახვილაძე, ზვიად იგირაშვილი.