დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ირმა ნადირაშვილი, მოწმის სტატუსით დაკითხეს. გუშინ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დეპუტატმა შსს-ს მიაწოდა.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის ცემა უსაფრთხოების სამსახურში იგეგმებოდა.
სამართალდამცველების განცხადებით, გამოძიება ამ საკითხზე ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ცემის საქმესთან ერთად იძულების მუხლით მიმდინარეობს.
„მე მივაწოდე გამოძიებას ის ინფორმაცია, რომელიც გავაცანი საზოგადოებასაც, რომ მასზე ხელისუფლება აპირებდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას. კონკრეტულად დავასახელე, ვინ ხელმძღვანელობს ამას და ეს არის სუს-ის უფროსის მოადგილე, გოგაშვილი. მე გამოვიყენე ჩემი უფლება და არ დავასახელე წყარო, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა,“ - განცხადა ირმა ნადირაშვილმა.