ობამამ ნედლი ნავთობის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა ნედლი ნავთობის ექსპორტზე არსებული აკრძალვა, რომელიც უკვე 40 წელია, მოქმედებს, გააუქმა.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ობამამ გუშინ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს ხელი მოაწერა.
. დოკუმენტი ითვალისწინებს სახელმწიფო ხარჯებს 1,1 ტრილიონი დოლარის ოდენობით.
ნედლი ნავთობის ექპორტის ემბარგო აშშ-ში 1973 წელს დაწესდა. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებასა და ენერგორესურსების მარაგის უზრუნველყოფას ცდილობდა. ამასთანავე, დაშვებული იყო ნავთობპროდუქტების, მაგალითად საწვავის ექსპორტირება.